SHW&OBSCURE SHAPE | NDRX HOROOM: HVL | GIVI GELASHVILI

Description:

HDW & OBSCURE SHAPE-ს დაბრუნებას BASSIANI-ს მსმენელი დიდი ხანია ელის, რადგან გერმანული დუეტის თბილისური გამოცდილება განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. ატმოსფერული, ხისტი და ენერგიული მუსიკა, რომელსაც ლეიბლის FROM ANOTHER MIND დამფუძნებლები ქმნიან და უკრავენ, მათი წარმატების და აღიარების მთავარი ფაქტორია. სანამ FROM ANOTHER MIND შტუტგარტული პროექტის მშობლიურ ლეიბლად იქცეოდა, ის საკლუბო ღონისძიებათა სერიას წარმოადგენდა, რომლის მიზანიც ადგილობრივი სცენის საინტერესო არტისტებისთვის პლატფორმის დათმობას წარმოადგენდა. მოგვიანებით, MARCO BLÄSI და LUIGI URBAN-მა გადაწყვიტეს, რომ მათი თანამშრომლობა სტუდიურ ფორმატში გაგრელებულოიყო და 2016 წელს ორი ალბომი NACHTBLENDE და WENN DIE MASKEN FALLEN გამოსცეს. წარმატებული დებიუტი მომდევნო წლებშიც საინტერესოდ გაგრძელდა და დღეისთვის ტექნო დუეტის დისკოგრაფიაში 8 წარმატებული ჩანაწერია. სტუდიური ექსპერიმენტები საინტერესოდ ტრანსფორმირდება საკლუბო სივრცეშიც, სადაც SHDW & OBSCURE SHAPE ინტენსიურ, დინამიურ და საოცრად ენერგიულ სეტებს უკრავენ.

We are sorry but registration for this event is now closed.

Please contact us if you would like to know if spaces are still available.

Event Registration and Ticketing Powered by Event Espresso

 

 

კომენტარი